LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ველოსიპედის, ავტო-სახლისა და ნავის ჰიბრიდი

50
hybrid225

ლატვიურმა კომპანიამ Zeltini უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება, სახელად Z-Triton წარადგინა. მოდელის კონსტრუქცია ველოსიპედს, ბორბლებიან სახლს და ნავს აერთიანებს. ჰიბრიდული ავტომობილი მხოლოდ ასეთ კომპლექტაციაში გაიყიდება და ყველა შესაძლო შემოწმება მას უკვე გავლილი აქვს. პირველი მყიდველები Z-Triton-ის ყიდვას ამ წლის ბოლოსთვის, 14 500 ევროდ შეძლებენ.

„ამფიბია“ ველოსიპედის და ნავის ძრავებითაა აღჭურვილი, ასევე მზის პანელებით და ელექტრო აკუმულატორით, რომლის სვლის მარაგიც მიწაზე 50 კილომეტრი, წყალში 20 კილომეტრია. სატრანსპორტო საშუალება ორ ადამიანზეა გათვლილი.

ნავ-ველოსიპედ-მანქანის კომპლექტაცია კეცვად სამზარეულოს მაგიდას, GPS მოდულს და აუდიოსისტემას მოიცავს.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ნავად გადაქცევას ზუსტად 5 წუთი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g