LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ თუ მთლიანად მოვისმენთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ძალიან იოლად მივხვდებით, რომ მთავარი საზრუნავი, რაც ამ ადამიანს აქვს, არის ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება

586
BeFunky-collage (11)

უკრაინაში ომის მეორე დღე მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს კიევიდან მტერი განდევნა.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ყველა დივერსიული სადაზვერვო ჯგუფი,რომელიც დედაქალაქში იმყოფებოდა განადგურებულია.

დასავლეთი სანქციებს ამკაცრებს, თუმცა, არა ისე, რომ მოსკოვი შეჩერდეს.

ზელენსკი კი უკვე ღიად აცხადებს, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების დასაცავად ბრძოლაში მარტო დარჩა.

ზელენსკი პუტინს: მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი

ზელენსკიმ ასევე მიმართა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს: "მტკიცედ დადექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც იცავს ჩვენს სახელმწიფოს. დიდება უკრაინას!"

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და კონფლიქტში საქართველოს როლზე რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

„მდგომარეობა არის ძალიან დრამატული და უმძიმესი შეიძლება ითქვას, ახლა ყველაზე მთავარი, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს არის ის, რომ რამენაირად შეჩერდეს ის საომარი და საბრძოლო მოქმედებები, რასაც ადგილი აქვს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

გასათვალისწინებელია ასევე ის კონფიგურაცია, რომელიც შეიქმნა ამ საბრძოლო მოქმედებებთან მიმართებაში, ვის როგორი როლი აქვს, როგორი დამოკიდებულება აქვს და ა.შ.

ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნეს შეფასებული ზოგადად ის საჭიროებები, რაც აქვს ჩვენს მოძმე უკრაინას და ამის მიხედვით ჩვენი პასუხი იყოს რელევანტური.

განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ემოციურად დავიმუხტოთ და ავყვეთ მაგალითად ისეთ მოწოდებებს, რომლებიც რეალურად შეიძლება იყოს, კარგ შემთხვევაში დათვური სამსახურის აღმომჩენი ამ შემთხვევაში უკრაინისთვის, რისი მიზანიც არის, რაც შეიძლება მეტად ურთიერთობების გამწვავება.

იმაზე აღარ მაქვს საუბარი, რომ ძალიან სარისკო და პრობლემური შეიძლება იყოს, მაგალითად საქართველოს როლი და სტატუსი, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით რისკების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, პრაგმატულობის პრინციპიდან გამომდინარე, გვევალება, რომ ვიყოთ ზედმიწევნით ფრთხილები და მოზომილები საიმისოდ, რომ რაღაც გაუმართლებელი რისკების წინაშე არ აღმოვაჩინოთ ჩვენი სახელმწიფო და რა საკვირველია, უპირველესად უკრაინა.

არ არის იმის საჭიროება, რომ რაღაც სპეკულაციებით, გნებავთ პროვოკაციებით შევქმნათ კიდევ მეტი დაძაბულობის კერა ამ შემთხვევაში უკრაინაზე, რაც რა საკვირველია, პირველ რიგში ზიანს აყენებს უკრაინას.

დღეს მოვისმინეთ პრემიერის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ არც სანქციები იქნება, ის არც კიევში აპირებს ჩასვლას….

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია პრემიერის განცხადებებმა.

რამდენად იზიარებთ საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებების გამო აღშფოთებულია?

ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან

საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში: ღარიბაშვილი

“პირდაპირ ვიტყვი, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ როლს თამაშობს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი. სამწუხაროდ, ისინი ცდილობენ, რომ პროვოკაციული ვითარება შექმნან.

ჩვენ არ შეიძლება ასე კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ რომელიმე კონკრეტული ფრაზა და ამის მიხედვით შევაფასოთ ცალკეული ადამიანის პოზიცია.

ჩვენ თუ მთლიანად მოვისმენთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი და იმავე სიტყვის ფარგლებში, ძალიან იოლად მივხვდებით, რომ მთავარი საზრუნავი რაც ამ ადამიანს აქვს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება.

ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენი ინტერესები ამ შემთხვევაში ემთხვევა უკრაინის ინტერესებს, ამ ომთან და უბედურებასთან მიმართებაში.

თუ სანქციები მალე ამოქმედდება, ეს რა თქმა უნდა, მალევე იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე და თავისი სხვადასხვა არხებით გადმოეცემა საქართველოს ეკონომიკას – მკვლევარი

ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ საიმისოდ, რომ უკრაინაში ეს კონფლიქტი შეწყდეს, დასრულდეს.

ამისთვის გამოიხატა მზადყოფნა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჰუმანიტარული კუთხით დახმარების აღმოჩენა.

კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა ასე არ შეიძლება ითქვას, საჭიროებებს თუ არ გაარკვევ, ბუნებრივია, რომ ეს არარელევანტური იქნება.

საჭიროებებს რაც შეეხება, თქვა პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ, რომ ამ კუთხით მუდმივი თანამშრომლობა გაქვს, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით და მუდმივად ვარკვევთ რა შეიძლება იყოს მათი საჭიროება.

კონკრეტულ შემთხვევაში გაჩნდა თუ არა საჭიროება აქ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დაბინავების პრობლემის გადაჭრისა, პირდაპირი რეაგირება ჰქონდა სახელმწიფოს და შესაბამის სამინისტროს, მყისიერად, ის ადამიანები კი მადლობლები არიან.

ბევრი ამოცანა გააჩინა ამ ომმა, რომელზეც ურგენტული რეაგირებაა საჭირო, მაგრამ ეს უნდა იყოს რელევანტური რეაგირება.

არ შეიძლება უბრალოდ რეაგირება „ფასონისთვის“, ეს უნდა იყოს მორგებული და უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს, რაც აქვს ჩვენს მოძმე ხალხს,”-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g