LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ პოზიციას!” – ეკო ფანგანი თინა კანდელაკს დაუპირისპირდა

9973
BeFunky-collage (25)

თინა კანდელაკის პუტინისტური შინაარსის პოსტს ქართველი საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელში კანდელაკს მიმართავს ტელეწამყვანი ეკო ფანგანი და მას ქვეყნის მოღალატეს უწოდებს.

“Тина Канделаки შენ ქართველი არ ხარ?!!! ჩვენც მოვიგონეთ ყველაფერი, როგორც აგვაოხრა 2008 წელს??!!

რამდენი ადამიანი დაგვიხოცა შენმა ლიდერმა, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების რომ წაგვართვა, მიითვისა, არ იცი?! თუ იცი და გსიამოვნებს ლამის გორთან რომ გაჭიმა საზღვარი?!! შენ ხომ დაიბადე და ხომ ცხოვრობდი საქართველოში, ხომ მუშაობდი აქ, მაშინ ხალხსაც უყვარდი! ახლა რუსეთში მუშაობ, ოჯახი გყავს, ოკ. შენი საქმეა, მაგრამ როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! ეს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის დამცირება და შეურაცხყოფაა, ეს არა მხოლოდ შენი სამშობლოს ღალატია, არამედ სულის გაყიდვაა სატანისთვის!!! ქართული კარგად იცი და წაიკითხე ქართულად ყველაფერი და იცოდე, რომ შენი ერის და შენი ქვეყნის მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას! ვიცი, დიდად არ გადარდებს ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ არ გვაქვს Tatler -ის გამოცემა და Dior-ის მაღაზია საქართველოში (შენივე სიტყვები), რადგან ასეთი “გაჭირვებულები” ვართ აქ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ გვაქვს სამშობლო შენნაირი სულგაყიდული ლაჩრებისგან განსხვავებით, რომელსაც არც ერთი არ გააჩნია!!!!!”-წერს ეკო ფანგანი.

ცნობისთვის, თინა კანდელაკი პოსტში საზოგადოებას კრიტიკული აზროვნებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ არ უნდა ენდონ ტყვეების ფოტოებსა და ვიდეოებს.

კანდელაკის აზრით, მსგავსი ვიდეოები იმისთვის ვრცელდება, რომ ადამიანებს თავგზა აუბნიონ.

ისე ასევე წერს, რომ “როცა ხედავთ სოციალურ ქსელში პოსტებს სიტყვებით, საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის და როგორ ვწუხვარ უკრაინელების გამო, იქვე მოძებნეთ ამ სიმართლის მოყვარულებთან, თუ წერენ დონბასში, ბოლო 8 წლის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანებზე, თუ იქ არასწორი ადამიანები დაიღუპნენ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები