LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღე გადაწყვეტილება შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები: ბადრი ჯაფარიძე

113
badri-japharidze-w-h

“მე უკვე სამი დღეა, იმის შემდგომ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შევაჩერე რუსთავში საარჩევნო კამპანია, სადაც აქტიური შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან, სადაც ძალიან დიდი სითბო და მხარდაჭერა მივიღე, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან უკიდურესად დაზაფრულები, საარჩევნო პროცესების წარმოება შეუძლებელია”, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისივე თქმით, ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი არჩევნების თარიღი გადავადდება.

„რუსეთის აგრესიამ მთლიანად შეცვალა ვითარება ჩვენ რეგიონში და საქართველოში. რუსეთის ინტერვენციის შედეგად საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა და ახლა ჩვენს ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით. მთელი “ლელოს” რესურსი კონსოლიდირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. მე უკვე სამი დღეა, იმის შემდგომ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შევაჩერე რუსთავში საარჩევნო კამპანია, სადაც აქტიური შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან, სადაც ძალიან დიდი სითბო და მხარდაჭერა მივიღე, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან უკიდურესად დაზაფრულები, საარჩევნო პროცესების წარმოება შეუძლებელია.

შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან ასეთ მდგომარეობაში პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესების წარმართვა.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს თავისუფლების ბედიც. შესაბამისად, ყველა რესურსი, მათ შორის, სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს მობილიზებული უკრაინის დასახმარებლად და ჩვენ ყველამ მტკიცე პასუხი უნდა გავცეთ პუტინს და მის მარიონეტებს, რომლებიც მრავლად არიან სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში დღეს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g