ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს, რომ „შეძრწუნებული და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას“. ჯიმ რიში საქართველოს მთავრობას სთხოვს „გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“.
„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო თბილისში ჩვენი მეგობრების გვერდით დადგა. ახლა, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, – წერს სენატორი.
14 years ago, when #Russia invaded #Georgia, the world stood with our friends in #Tbilisi. Now, as Russia invades #Ukraine, I’m horrified & disappointed that Georgia’s government will not support Ukraine. I ask them to find the courage that Ukrainians have exhibited.
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) March 1, 2022