პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოში ავიაკომპანიის წარმომადგენელ კომპანია LOT Travel LTD – Georgia-ში განმარტავენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში LOT Polish Airlines მზადაა ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ დაამატოს რეისები.
უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებითი რეისები 7 და 9 მარტს შესრულდება.
“გვსურს გაცნობოთ, რომ LOT Polish Airlines-ის მიერ გამოცხადებული ყველა ფრენა შეუფერხებლად სრულდება და შესრულდება მომავალშიც. მარტის თვეში გავზარდეთ რეისების სიხშირე და კიდევ გაიზრდება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე”, – ნათქვამია LOT Polish Airlines-ის განცხადებაში.