მსოფლიოში აღიარებული ბრენდის „ბალენსიაგა“ ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას გადაწყვეტილებით, ბრენდის ოფიციალურ „ინსტაგრამ“-გვერდზე ყველა ფოტო წაშლილია და დატოვებულია მხოლოდ უკრაინის დროშა. ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია:
„ჩვენ მშვიდობას ვუჭერთ მხარს და ფინანსურ დონაციას გავიღებთ მსოფლიო სასურსათო პროგრამის პირველი ჰუმანიტარული მისიისთვის, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ შემდეგ დღეებში გახსნით ჩვენს პლატფორმებს იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ ინფორმაცია უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. გთხოვთ, თქვენც გაიღოთ შემოწირულობა!..“
შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია.