LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს საწვავი საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში

249
41

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,04-0,06 ევროთი/ლიტრზე. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ფინეთშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

28 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.31  ევროს, დიზელის საწვავი – 1,92 ევროს.

ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,22 ევროს, დიზელის საწვავი – 1,92 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,04  ევროს, დიზელის საწვავი – 1,86 ევროს.

ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია: A-92 მარკის  ბენზინი – 0,42 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,47 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,54 ევრო, დიზელის საწვავი – 0,50 ევროს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასებს, სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი  – 0,92 ევროს შეადგენს, A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 1,04 ევროს, დიზელის საწვავი – 0,91 ევროს.

აზერბაიჯანში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,52 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,00 ევროს; დიზელის საწვავი – 0,42 ევროს. უკრაინაში – A-92 მარკის  ბენზინი – 1,02 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,05 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.10 ევროს, დიზელის საწვავი – 1,03 ევროს.

თურქეთში – A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 1,07 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,11 ევროს, დიზელის საწვავი – 1,04 ევროს.

მოლდოვაში – A-92 მარკის  ბენზინი – 1,18 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,26 ევროს, დიზელის საწვავი – 1,03 ევროს.

ბელარუსში – A-92 მარკის ბენზინი – 0,65 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,73 ევროს, დიზელის საწვავი – 0,69 ევროს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის  ბენზინი -0,90 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,95 ევროს; დიზელის საწვავი – 0,91 ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები