გადაცემა „სხვა ნანუკამ“ უკრაინისთვის გამართულ მარათონში 540 000 ლარზე მეტი შეაგროვა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თანხის საბოლოო რაოდენობა ხვალ გახდება ცნობილი, რადგან ჯერჯერობით, დაჯამებული არაა Paypal-ის მონაცემები და ქართველი ემიგრანტების გზავნილები.
„ხალხო, ქართველმა ხალხმა!!! გესმით? საქართველოს მოქალაქეებმა, 2 საათიან მარათონში ჩარიცხეს 546 ათასი ლარი!!! გესმით??!!! ნახევარ მილიონ ლარზე მეტი!
10 და 20 ლარით დადო ქართველმა ხალხმა ეს თანხა. თვითონ, რომ მილიონი პრობლემა აქვთ, უკრაინელებისთვის გაიმეტეს ბოლო თეთრები!
მიყვარხართ!!! ყველა მიყვარხართ!! საოცარ ემოციებში ვარ!!!
კოკა კოლა – 15 ათასი
მაგდონალდსი – 15 ათასი
თეგეტა ჯგუფი – 20 ათასი!
ყველა მიყვარხართ.
მაგარი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუკზე“.