LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა

126

ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა “ფორტუნას” დაუდასტურა.

“აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა.”- აცხადებს ვახო ხუზმიაშვილი.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდემდე შეწყვიტეს არხზე საინფორმაციო გამოშვებები.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები