LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი ახლა მოდიან როგორც საკუთარ პროვინციაში და ჰგონიათ, რომ ქართველები დახვდებიან სიმღერით და ყანწით – მარიამ ასათიანი

501
ipiccy-image

ისინი ახლა მოდიან როგორც საკუთარ პროვინციაში და ჰგონიათ, რომ ქართველები დახვდებიან სიმღერით და ყანწით – ამის შესახებ კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი აცხადებს. ის იმ საზოგადოებას მიმართავს, ვინც რუსეთიდან ინვესტიციების შემოდინებას მოუთმენლად ელოდება.

„ვინც რუსეთიდან მყიდველების და ინვესტიციების შემოდინებას მოუთმენლად ელოდებით და ფულის შოვნის და გამდიდრების ოცნებებში ხართ, იცოდეთ, კრიმინალებს და ტერორისტებს ეკვრებით და მაგ რუსების ბედი არ აგცდებათ. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მათ უთხრა – არა! და თქვენ ეუბნებით – როგორ არა! სერიოზულ ეთიკურ და მორალურ პრობლემას იქმნით! არ აყვეთ ცდუნებას! საქართველოს მთავრობა შემოიღეთ ვიზები, დახურეთ საზღვარი, დააწესეთ რეგულაციები, ვინც მართლა რეჟიმიდან მორბის მხოლოდ ის შემოუშვით დევნილის სტატუსით! ისინი ახლა მოდიან როგორც საკუთარ პროვინციაში და ჰგონიათ, რომ ქართველები დახვდებიან სიმღერით და ყანწით. ასე არ იქნება, სერიოზული კონფლიქტები დაიწყება ქუჩებში! არ დაუშვათ არეულობის კიდევ ერთი წყარო!

მათთვის საზღვრის დაკეტვა არც პუტინის წინააღმდეგობაა თუ ამაში რამე საფრთხეს ხედავთ, დღეს მათ გასვლას ქვეყნიდან რუსეთიც ეწინააღმდეგება და უკეტავს საზღვარს“, – ამბობს კომპანია „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული და გააქტიურებული სურვილი იმისა, რომ საქართველოში გადმოვიდნენ და აქ უძრავი ქონება შეიძინონ, საფრთხილოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g