ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ნებისმიერი დედა საკუთარი შვილის აღზრდაზე კვირაში საშუალოდ 93 საათს ხარჯავს, რაც ორნახევრჯერ მეტია, ვიდრე ჩველებრივი სამუშაო დღე, რომელიც 8 საათს გრძელდება. ამ კვლევის ავტორებმა 2000-მდე დედა გამოიკვლიეს, რომელთა შვილები 5-დან 13 წლამდე ასაკში არიან. აქედან ყველა დედა ამბობს, რომ დასვენების საუკეთესო საშუალება შხაპის მიღებაა. აქედან 40% მიიჩნევს, რომ მათთვის ყველაზე რთული იმ ვალდებულებების განხორციელებაა, რომელიც არასოდეს მთავრდება. 70 % კი მიიჩნევს, რომ ბავშვთა კვების რაციონის გამო მუდმივ სტრესში იმყოფება.
„ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დედები უმძიმესი სტრესის ქვეშ არიან და დღის მანძილზე უამრავი პრობლემის გადაჭრა უწევთ“, – ნათქვამია კვლევაში.