LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება – მერიაში ორ რაიონზე მსჯელობენ

92

პარკირების საათობრივი გადასახადი სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში – ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება.

ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ისაუბრა.

„პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? – ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.

როგორც „ფორტუნას“ სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, ეს გეგმა ჯერ დამუშავების პროცესშია და არც ქუჩებისა და არც გადასახადის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

საბურთალოზე განიხილება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩები, ხოლო ძველ თბილისში საკრებულოდან ამაღლების ქუჩაზე არსებული ტერიტორია.

„მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის მფლებელებმა, შეამცირონ მათი გამოყენება და გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მას შემდეგ, რაც განვაახლებთ პარკს,“ – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.

mazda magti 5g