LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მიზეზი, თუ რატომ არის სანქციებთან შეერთება ამ ვითარებაში, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი

118
5e8a2f86d0689

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 5 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არის სანქციებთან შეერთება და ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომა, ამ ვითარებაში, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი.

როგორც ქადაგიძე ამბობს, რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის გაგრძელებიდან სულ რამდენიმე თვეში:

  1. ქართული ბიზნესი და ეკონომიკა არაფერი აღარ ეღირება;

  2. ქართული ტურიზმის ინდუსტრია აღარ იარსებებს, არავინ ნორმალური აქ არ ჩამოვა;

  3. არ იარსებებს არანაირი მედია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია;

  4. არანაირ ღვინოს, ვაშლს და მწვანილს არავინ იყიდის;

  5. დასავლური კაპიტალი შეგვიძლია დიდი ხნით დავივიწყოთ.

„უბრალოდ ვიქნებით, ძალიან ღარიბი, რუსეთის სამხედრო ბაზა სამხრეთ საზღვრებთან. დამონებული, რუსული ჩექმის მომსახურე პერსონალი.

ერთადერთი სწორი გზა არის შევუერთდეთ ყველა სანქციას და დასავლური კოალიციის სრულუფლებიანი ნაწილი ვიყოთ (გვეკუთვნის ისტორიულად, მორალურად და პრაგმატულად).

– პირდაპირი ფრენები ისედაც არ გვაქვს, ცა ოფიციალურად უნდა დაიხუროს;

– ფინანსური სექტორი დე ფაქტო მიერთებულია ისედაც და თუ ვინმე სანქცირებულ კაპიტალს გაატარებს, მყისიერი რეაგირება უნდა მოყვეს;

– შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან გვაქვს;

– შევაჩეროთ ყველა პროპაგანდისტული მაუწყებლობა;

– ცალკე სპეციალური რეჟიმი დავაწესოთ რუსეთიდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებისთვის;

– სასწრაფოდ დავიწყოთ ნებისმიერი რუსული პროდუქციის ჩანაცვლება;

პუტინისთვის საუკეთესო სცენარითაც კი, უზარმაზარ ჩრდილოეთ კორეას ვღებულობთ მეზობლად!!!

ერთიანობის, ბევრი მუშაობის და ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლის დროა“, – განმარტავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g