რუსი ტანმოვარჯიშე, ივან კულიაკი დოჰაში, საერთაშორისო ტურნირზე მაისურზე Z წარწერით გამოცხადდა.
კულიაკმა წააგო უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალზე კულიაკმა Z ასოს გამოსახულებით მაისური ჩაიცვა. ასო „Z“-ს რუსული პროპაგანდისტული რესურსები უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ სიმბოლოდ იყენებენ. ეს ასო აწერია უკრაინაში შეჭრილ რუსულ სამზედრო ტექნიკას.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ “შოკისმომგვრელი” უწოდა ამ ჟესტს და ეთიკის კომისიას სთხოვა მომხდარის შეფასება.
ამ დრომდე, ტანვარჯიშის ფედერაცია არ კრძალავდა რუსი სპორტსმენენებშეის ჯიბრებებში მონაწილეობას. თუმცა, კულიაკის ამ ჟესტის შემდეგ ტანვარჯიშის ფედერაციაც შეუერთდა სანქციებს – რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე არ გამოვლენ.