LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC – რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს

73
345

ირკვევა, რომ რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ზოგიერთი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე უშვებს ხალხს – ამის შესახებ  წერს BBC.

რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ დერეფანი კიევიდან ხალხის ბელარუსში გასვლას გულისხმობს, ხარკოვიდან კი დერეფანი მხოლოდ რუსეთისკენ მიდის.

რუსული მედია: რუსეთი უკრაინაში დილის 09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აცხადებს და ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის

მარიუპოლისა და სუმიდან გამომავალი დერეფნები უკრაინის ქალაქებში და ასევე რუსეთში გადის.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან შეწყდება, ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმში, რომლებიც ამჟამად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებულ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g