LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარს უთხრეს, რომ სიკვდილით აღარ დასჯიდნენ და მას სიხარულისგან გული გაუსკდა

115
20170607-2-24097625-22920996

მამაკაცმა გაიგო, რომ მისი სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ბედნიერებისგან გარდაიცვალა. 55 წლის ირანელი პატიმარი გულის შეტევით დაიღუპა, როცა გაიგო, რომ ახალგაზრდობაში ჩადენილ დანაშაულს აპატიებდნენ.

აკბარი განზრახ მკვლელობისთვის 37 წლის ასაკში დააპატიმრეს. 18 წლის შემდეგ დაზარალებულის ოჯახმა მას შეუნდო. ამ წლების განმავლობაში ირანელი მუდმივად სიკვდილის შიშით ცხოვრობდა და როდესაც გაიგო, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მისმა გულმა ასეთ სიხარულს ვეღარ გაუძლო.

არადა მას აპატიეს და უახლოეს მომავალში ციხის დატოვების უფლებასაც მისცემდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები