ე.წ. მესაზღვრეებმა, სოფელ ოკამიდან ორი მამაკაცი გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით გატაცებული პირები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.