გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის თანახმად, 2 მილიონს მიუახლოვდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის შედეგად, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა და თავშესაფრის საძებნელად მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი. მონაცემებს BBC-ს გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფილიპო გრანდიმ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა მანამდე თქვა, რომ ეს ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ეს ციფრი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ბევრი უკრაინული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გამოსვლას ჰუმანიტარული დერეფნების არარსებობის გამო.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
Today the outflow of refugees from Ukraine reaches two million people.
Two million.
— Filippo Grandi (@FilippoGrandi) March 8, 2022