“მუდმივი საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების, ნათესავებზე წუხილის, სტრესის პირობებში, ყოველდღე წადით სამსახურში და გააკეთეთ თქვენი საქმე,”- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინელ მოსახლეობას.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, ვინც ომის დროს თავის სახელმწიფოში რჩება და მუშაობს, ყველა გმირია.
“დღეს ყველა უკრაინელმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – როგორ შემიძლია გამოვადგე არმიას, ქვეყანას, სახელმწიფოს? და გააცნობიეროს, რომ ომი მხოლოდ ფრონტი არ არის. ომი ასევე არის ზურგი, რომელიც უნდა იყოს საიმედო და სტაბილური. ომის დროს რთულია ყოველდღიური საქმის კეთება, გინდა შეიტანო შენი პირადი წვლილი გამარჯვებაში აქ და ახლა, მაგრამ ყველა თავის ადგილზე უნდა იყოს. ესეც გმირობაა.
მუდმივი საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების, ნათესავებზე წუხილის, სტრესის პირობებში, ყოველდღე წადით სამსახურში და გააკეთეთ თქვენი საქმე. თქვენ ყველანი გმირები ხართ, რადგან ომის დროს თქვენს სახელმწიფოში მუშაობთ”, – თქვა შმიგალმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.