LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ფაქტობრივად ნატო-ს დე ფაქტო წევრია: თენგიზ ფხალაძე

200
ფხალაძე

უკრაინა დღეს ფაქტობრივად უკვე ნატო-ს დე ფაქტო წევრია იმიტომ, რომ მას ეხმარებიან იარაღით, მას ეხმარებიან სადაზვერვო ინფორმაციით, მას ძალიან ბევრი რაღაცით ეხმარებიან , – ამის შესახებ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ფხალაძის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს მხრიდან უპრეცედენტო დახმარებას იღებს.

“ზელენსკის არასდროს არ განუცხადებია ნეიტრალიტეტი და იმ მოთხოვნებს, რასაც რუსეთი აყენებს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, ამას უკრაინა არასოდეს დათანხმდება.”

„უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას დღევანდელ დღეს ნატო-ს მხრიდან, ეს არის შეიარაღება, ეს არის ტრენინგები, ეს არის წვრთნები, სადაზვერვო ინფორმაცია, უკრაინის ცაში მუდმივად მორიგეობენ სადაზვერვო თვითმფრინავები. ზელენსკის არასდროს არ განუცხადებია ნეიტრალიტეტი და იმ მოთხოვნებს, რასაც რუსეთი აყენებს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, ამას უკრაინა არასოდეს დათანხმდება.

“ზელენსკიმ მაქსიმუმ, რაც შეიძლება გააჟღეროს არის ის, რომ თუ არ გვიღებთ ნატო-ში, ნამუსზე შეგდების პოლიტიკის კონტექსტშია, მაშინ მოგვეცით ის გარანტიები, რომელიც დაგვიცავს.”

ზელენსკიმ მაქსიმუმ, რაც შეიძლება გააჟღეროს არის ის, რომ თუ არ გვიღებთ ნატო-ში, ნამუსზე შეგდების პოლიტიკის კონტექსტშია, მაშინ მოგვეცით ის გარანტიები, რომელიც დაგვიცავს. ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ხელშეკრულებები, მიგვიღეთ ევროკავშირში, მოახდინეთ ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, არა მხოლოდ დონბასის, არამედ ყირიმის ჩათვლით და აი, როდესაც აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მერე ვილაპარაკოთ შევალთ თუ არ შევალთ ნატო-ში. ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა და სულ სხვა რაღაცაა ის, რა კონტექსტშიც ზოგადად ლაპარაკობს ხოლმე რუსეთი ნეიტრალიტეტზე.

“უკრაინა დღეს ფაქტობრივად უკვე ნატო-ს დე ფაქტო წევრია იმიტომ, რომ მას ეხმარებიან იარაღით, მას ეხმარებიან სადაზვერვო ინფორმაციით”

ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას აქვს ძალიან მწარე გამოცდილება, როდესაც 1994 წელს უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და ეს ბუდაპეშტის მემორანდუმი ყველას დაავიწყდა ამიტომ, ასეთი რამ, რომ უკრაინა დღეს ნეიტრალიტეტს დათანხმდეს, წარმოუდგენელია.

უკრაინა დღეს ფაქტობრივად უკვე ნატო-ს დე ფაქტო წევრია იმიტომ, რომ მას ეხმარებიან იარაღით, მას ეხმარებიან სადაზვერვო ინფორმაციით, მას ძალიან ბევრი რაღაცით ეხმარებიან. ერთადერთი სრულფასოვნად არ ვრცელდება მეხუთე პუნქტი. რეალურად უკრაინა უკვე არის ნატო-ს წევრი” , – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g