LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა მოხუცებს დავუტოვეთ საჭმელი…ამაღამ ომში წავალ” – უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი

199
Untitled design - 2022-03-09T104218.316

ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე შერეულ ორთაბრძოლაში ასპარეზობს. ბოლო 5 წელია უკრაინაში ცხოვრობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მან ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნების დრო არ არის და სამშობლოში დაბრუნებას რეზერვისტობა არჩია. ამის შესახებ “ბათუმელები” წერს.

“ბათუმელებთან” ინტერვიუში, მირო ამბობს, რომ პურს აცხობს და კიევის ქუჩებში არიგებს. მისივე თქმით, კიევის შემოგარენის, ასევე ჟიტომირსა და ჩერნოგოვზე განხორციელებული სამხედრო იერიშის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი ჩნდება დედაქალაქის ქუჩაში.

„ახლა მოხუცებს დავუტოვეთ საჭმელი… ისევ მოხალისე ვარ, მაგრამ რეზერვისტად ჩავეწერე უკვე, ალბათ, ამაღამ მეც ომში წავალ,“ – ამბობს მირო ვანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.

აქვე დასძენს, რომ რუსები ყველაფერზე წამსვლელები არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ უკრაინელები თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ქართველი სპორტსმენის თქმით, რუსული არმია მიზანმიმართულად ცდილობს პანიკის დათესვას.

„ყველგან ცდილობენ პანიკის შექმნას. ჩვენი, მოხალისეების შეშინებაც სცადეს. დამირეკეს და კონკრეტულ მისამართზე მთხოვეს მისვლა, შემდეგ გაირკვა, რომ დივერსანტები იყვნენ.

მათ უნდათ, რომ პანიკა გააჩინონ, ფსიქოლოგიური შეტევაა არამხოლოდ ჯარზე, არამედ მოსახლეობაზე, ხელისუფლებაზე.

ყველაფერი დაცარიელებულია. ქუჩებში იშვიათად ჩნდება ვინმე, მაღაზიებშიც… თავშესაფრებშია ხალხი. ზოგიც მიდის, მაგრამ ქვეყნის დატოვებაც საფრთხეა უკვე… მოხუცები არიან მხოლოდ ალაგ-ალაგ კორპუსებში… შუქს არ ანთებენ, ისე არიან მარტო.

ბოლომდე დანაყრებასა და დესერტზე აქ აღარავინ ფიქრობს. მთავარია, მშიერი არ დარჩე, რომ გადარჩე. უკვე ფრონტის წინა ხაზია ყველგან და არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ისვრიან,“ – ამბობს მირო ვანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g