LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ევროკავშირის 4 ქვეყანა გამოიძიებს: უკრაინის გენერალური პროკურორი

73
223

რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა აცხადებს.

მისი ცნობით, ეს ქვეყნებია ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანია.

„მსოფლიო კოალიცია სამართლიანობისთვის ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ  ერთად გავიმარჯვებთ იურიდიულ ფრონტზე“,- წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

მარტის დასაწყიში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე დაიწყო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად სამხედრო დანაშაულებების გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g