LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია – ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა: ვოლოდიმირ ზელენსკი

117
Ukraine's President Volodymyr Zelensky looks on during a press conference after a meeting with president of the European Council at the European Council in Brussels on June 5, 2019. (Photo by EMMANUEL DUNAND / AFP)        (Photo credit should read EMMANUEL DUNAND/AFP/Getty Images)

„ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია – ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გაზეთთან Die Zeit-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ პუტინთან პირდაპირი დიალოგის გზით, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე: ვოლოდიმირ ზელენსკი

„თქვენ მხოლოდ მაშინ იმუქრებით ბირთვული იარაღით, როდესაც სხვა არაფერი მუშაობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ პუტინის ბირთვული საფრთხე „სისუსტეს აჩვენებს“.

27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შემაკავებელი ძალები „მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე განკუთვნილია აგრესორის გასანადგურებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები