LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოელი დავით სოლომონიძე, რომელმაც „ალტ-ინფოს“ საკუთარი ფართი დაატოვებინა, ანგარიშზე დარიცხული თანხის ნაწილს უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს

428
solomonidze

ხულოში მცხოვრებმა დათო სოლომონიძემ, რომელმაც „ალტ ინფოს“ საკუთარი ფართი დაატოვებინა, მას კი საზოგადოებამ ქირის თანხა შეუგროვა, სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ჩარიცხული ფულის ნაწილს გადარიცხავს უკრაინელების დასახმარებლად.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„მოგესალმებით, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა, ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.

გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად.

მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში.

მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და გთხოვთ გამარკვიოთ.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ“.

magti 5g