რუსულმა თვითმფრინავებმა ბელორუსის სოფელ კოპანში არსებული ტერიტორია დაბომბეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს:
“დღეს, 14:30 საათზე სახელმწიფო საგზაო პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავები აფრინდნენ ბელარუსის, დუბროვიცის აეროდრომიდან, შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, იერიში მიიტანეს ჩვენს ქალაქებზე – ჰოროდიჩსა და ტუმენზე, შემდეგ კი თავს დაესხნენ კოპანის დასახლებას, რომელიც ბელარუსს ეკუთვნის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის, მე-9 სასაზღვრო რაზმი მტრის მიერ ამ დასახლების ოკუპაციას აკვირდება.
უკრაინელი სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის პროვოკაცია, რომლის მიზანიც არის უკრაინასთან ომში ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: