LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგლა ჟვანია: “იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის შე­მოჭ­რის ალ­ბა­თო­ბა, არა­ა­დექ­ვა­ტუ­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ისა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ს­მე­დი­ის ქცე­ვა”

130
fewfewfwefw

“იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის შე­მოჭ­რის ალ­ბა­თო­ბა, არა­ა­დექ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ს­მე­დი­ის ქცე­ვა,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი გოგლა ჟვანია წერს.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება და გა­მო­ცხად­დეს მო­რა­ტო­რი­უ­მი, თუნ­დაც 6 თვით.

“მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ძიძ­გი­ლა­ო­ბა და ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა, რაც იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაქ­საქ­სუ­ლო­ბას და და­ზაფრ­ვას. არა­და აუ­ცი­ლებ­ლია დრო­ე­ბით, ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შე­წყდეს პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, გა­მო­ცხად­დეს მო­რა­ტო­რი­უ­მი, ამ ეტაპ­ზე თუნ­დაც 6 თვით.

შე­იქ­მნას თავ­დაც­ვის შტა­ბი, რო­მელ­შიც შევ­ლენ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია ამ შტა­ბის წევ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი.

უამ­რა­ვი სას­წრა­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბაა გა­სა­ტა­რე­ბე­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის ასა­ცი­ლებ­ლად, რა­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დე, ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა და დიდი შრო­მა” – წერს ჟვა­ნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g