LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია, ქოცურმა პროპაგანდამ საზოგადოება საოცარ დღეში ჩააგდო: გოგლა ჟვანია

1136
გოგლა

ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია, ქოცურმა პროპაგანდამ საზოგადოება საოცარ დღეში ჩააგდო, – ამ განცხადებას ყოფილი დეპუტატი, გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გოგლა ჟვანიას თქმით, იმ დროს, როდესაც რუსეთი “სამხრეთ ოსეთის” საბოლოო მიერთებას აპირებს, ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი თემა ზელენსკის ლანძღვაა.

ჟვანია ეხმაურება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის იმ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს “სამხრეთ ოსეთის” რუსეთის ფედერაციაზე მიერთებას.

პოსტში, გოგლა ჟვანია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პროპაგანდაში ქვეყანა მმართველმა გუნდმა, “ქოცურმა პროპაგანდამ” ჩააგდო.

“სა­ო­ცარ დღე­ში ჩა­აგ­დო ქო­ცურ­მა პრო­პა­გან­დამ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა!

რუ­სეთ­მა დღეს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ე.წ. “სამ­ხრეთ ოსე­თის” სა­ბო­ლოო მი­ერ­თე­ბას აპი­რებს!!! და ამ დროს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მთა­ვა­რი სა­ლან­ძღა­ვი თემა ზე­ლენ­სკი და მისი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა ყო­ფი­ლა!!! ღმერ­თო შენ უშ­ვე­ლე ამ ქვე­ყა­ნას!!!” – წერს ჟვა­ნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები