LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიძე: ერთ მხარეს არის პუტინი, ასადი, ლუკაშენკო თავისი „კადიროვებით“… მეორე მხარეს თავისუფალი სამყარო – წლის ბოლოს, რუსეთის ეკონომიკა იქნება მსოფლიო ეკონომიკის 1%

135
FORTUNA.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი  გიორგი ქადაგიძე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ „ერთ მხარეს არის პუტინი, ასადი, ლუკაშენკო თავისი „კადიროვებით“.

მეორე მხარეს არის უკრაინა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, აშშ, კანადა, ევროკავშირი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მთლიანად თავისუფალი სამყარო.

პირველ მხარეს არის ვიწრო ელიტებში კონცენტრირებული ძალაუფლება, სიღატაკე, გაჭირვება, მკვლელობა, კორუფცია, ოლიგარქები, უუფლებო მოქალაქე და ბევრი სისხლი.
მეორე მხარეს არის ადამიანის ღირსეული ცხოვრება, დოვლათი, განვითარება, უსაფრთხოება, მრავალფეროვნება, თავისუფალი სასამართლო და დაბალანსებული ხელისუფლებები. 50-ჯერ დიდი ეკონომიკა და უკრაინის უზარმაზარი მხარდაჭერა.

პუტინის, ლუკაშენკოს და ასადის მხარეს, ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, პირადი გამორჩენა შეიძლება ნახოს მხოლოდ რამდენიმე ათეულმა
ან ასეულმა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიამ და მეწარმემ.

ოღონდ ეს გამორჩენა იქნება იმის ხარჯზე, რომ სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაში ანალოგიური იქნება, როგორც რუსეთში – სიღატაკე, სისხლი, მონობა და ემიგრაცია.
ასეთი მარტივი არჩევანია სინამდვილეში.

პ.ს. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა თავის პიკში 1968 წელს იყო მსოფლიო ეკონომიკის 20%, წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა იქნება მსოფლიო ეკონომიკის 1 პროცენტი (ირანის ზომის)“. – წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g