ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, რომელიც სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა.
ბეჩო-ლატალის მონაკვეთზე ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 09:00 საათზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა და მოძრაობა შეაფერხა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი პირველ არხთან საუბრისას ამბობს, ყველა შესაბამისი სტრუქტურა ჩართული იყო გზის გაწმენდით სამუშაოებში.