LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელმა ჯვარმა უკრაინაში დაზარალებულთა მხარდასაჭერად 40 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

284
ნათია ლოლაძე

საქართველოს წითელი ჯვარი, როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია, ყოველთვის მზად არის დახმარება გაუწიოს სხვა ეროვნულ საზოგადოებებს. საქართველოს წითელი ჯვრის გუნდი , ისევე როგორც სხვა ეროვნული საზოგადოებები, აქტიურად მუშაობს უკრაინის წითელი ჯვრის დასახმარებლად. დღევანდელი მონაცემებით, 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა პოლონეთს შეაფარა თავი, უკრაინის მოქალაქეების დიდი ნაწილი ასევე იმყოფება გერმანიაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, იტალიასა და თურქეთში.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს წითელმა ჯვარმა , მთელი რიგი აქტივობები შეიმუშავა და უკრაინის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების 40 ტონაზე მეტი ტვირთი გაუშვა. ამ ეტაპზე, განხორციელებული დონაციით 1 887 322 ლარი უკვე გადარიცხულია უკრაინის წითელ ჯვარში.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს დაზარალებული ხალხის დახმარებას უკრაინაში. ორმოც ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მანდატიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გვაქვს , რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდეთ. აღნიშნული ტვირთი ჩავა ქალაქ ჩერნივცში, რომელსაც უკრაინის წითელი ჯვარი დაზარალებულ მოსახლეობაში გაანაწილებს.

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქესა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის“ – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მუშაობს ბიზნესსექტორთან, როგორც თანხის შემოწირულობის, ასევე ჰუმანიტარული პროდუქტების მიღების მიზნით. საქართველოს წითელ ჯვარს მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელ ჯვართან და, შესაბამისად, ინფორმირებულია მათი საჭიროებების შესახებ. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების სხვა ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნა უზრუნველყოფილია საქართველოს წითელი ჯვარის მიერ“. – აღნიშნულია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაიგზავნება უკრაინაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

mazda magti 5g