LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კადიროვი კიევთან ახლოს შეამჩნიეს, უკრაინელები გაანადგურებენ – ეს პროპაგანდაა: ზურაბ ბატიაშვილი კადიროვის განცხადებაზე

451
ბატიაშვილი კადიროვი

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეგრამ-არხზე შემდეგი შინაარსის ტექსტი განათავსა: „შემოვიტან ინტრიგას: იქნებ ჩვენ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ საჭირო ბრძანებას ველოდებით?“. ბატიაშვილის თქმით, თუ უკრაინელებმა კადიროვი კიევთან ახლოს შეამჩნიეს გაანადგურებენ. მისივე თქმით, კადიროვის განცხადება პროპაგანდაა და იქ კიევში იქნება თუ არა, ეს სიტუაციას ვერ ცვლის.

„რამზან კადიროვს უყვარს ხოლმე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, თუ ის სადმე კიევთან ახლოს შეამჩნიეს, რა თქმა უნდა უკრაინელები გაანადგურებენ. გაჩნდა ეჭვი, რომ ის საერთოდ არ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და მხოლოდ ასეთი თეატრალური განცხადებებისთვის სჭირდება ეს ყველაფერი. ეს პროპაგანდაა. კადიროვი იქ იქნება თუ არა, ეს სიტუაციას ვერ ცვლის“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g