LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმა

77
სანქციები რუსეთი

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმეს. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

აღნიშნულ სანქციებზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა საფრანგეთის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რუსეთის ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ანულირებული იქნება.

Reuters“-ის დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე შეზღუდავს ძვირადღირებული ნივთების შეტანას, მათ შორის 50 000 ევროზე უფრო მეტი ღირებულების ავტომობილებს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებას.

Reuters“-ის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g