LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ჯავახიშვილი: „მიშა ანდღულაძე დღემდე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს ურთიერთობა…“

2910
vanodamisha

ვანო ჯავახიშვილმა ლელა წურწუმიასთან ტელეინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აღარ მეგობრობს მიშა ანდღულაძესთან და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ, მიშამ გუნდი დაყო და არ დაიჯერა, რომ ვანო ჯავახიშვილი და ნიკა გვარამია ტელევიზიის გაკეთებას შეძლებდნენ.

ვანო ჯავახიშვილი: 

„მეგობრები დღესაც ვართ. მე დღემდე ვფიქრობ, რომ მიშა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ურთიერთობა. ეს ძალიან ცუდია. სადმე ერთმანეთს თუ შევხვდით და გამარჯობა ვუთხარით… სადღაც აქამდე დავედით, შეიძლება, ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ. ერთადერთი გულისწყვეტა, რაც მაქვს, ყველაზე დიდი, ჩვენი გაყოფით, როცა ნაწილი „რუსთავი 2“-ში დარჩა და ნაწილი აქეთ წამოვედით, ისაა, რომ მიშა ჩემ გვერდით არ იყო. რეალურად, ერთად გავატარეთ ცხოვრება მე და მიშამ, ოჯახებში მისვლებით, მოსვლებით, ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან ასეთი არჩევანი გააკეთა. ის, რაც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული, მე, ნიკა გვარამიას, გუნდს, რომელიც წამოვედით, რომ ჩვენ შევძლებდით ტელევიზიის გაკეთებას, მან ეს ვერ დაიჯერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები