LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა, მთავარ კუდიანად გამოცხადებული ყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი

107
FORTUNA.GE (24)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ  „ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც თურმე ქვეყანაში შექმნეს შაქრის დეფიციტი და ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს.

არ გრცხვენიათ? – ამ კითხვით გოცირიძემ  საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

დეპუტატის განცხადებით, „ქართულმა ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ადრესატი რუსეთის ხელისუფლება იყო.

„თქვენ უთხარით, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში ჩავიდა და განცხადებებს აკეთებდა, არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას; რომ ის გაიპარა, ბლოკავდა თურმე საქართველოს მთავრობა, თვითმფრინავი არ მისცეს, ფული არ მისცეს, საკუთარი ხელფასით აიღო ბილეთი და ეს არის მისი, როგორც კერძო მოქალაქის აზრი და ბოდიში, გვაპატიეთ, რომ მან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

ეს არის დღევანდელი თქვენი პოლიტსაბჭოს განცხადების მთავარი შინაარსი და რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭო რომ ფიქციაა და ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ მე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გაგეკეთებინათ, ყველამ კარგად ვიცით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი” – პრემიერი განმარტავს, რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g