LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეინიშნება ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მცდელობები”- არასამთავრობოები დარღვევებზე საუბრობენ

77

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ”-ამის შესახებ  არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩვენების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 21 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 9 საჩივარი.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები. – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 10 საათისთვის 10 საჩივარი და 2 შენიშვნა აქვს დაწერილი. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით,  მათი დამკვირვებლების მიერ ძირითადად პროცედურული დარღვევებია დაფიქსირებული.

  • ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნის დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.
  • „ერთიანინაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებიკომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე (უბნები: ვაკის #71, გლდანის #15 და #96, კრწანისის #9, #32, სამგორის #92).
  • „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა ასევე უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებიკომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე (უბნები: ნაძალადევის #16, დიდუბე #54, გლდანის #26); წილისყრისჩატარების შემდეგ აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვა ამავე პარტიის მიერ დანიშნულმა წევრმა ლანჩხუთში, #2 უბანზე. ევროპული საქართველოს“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრმა უარი განაცხადაწილისყრაზე გლდანის #40 უბანზე.
  • წილისყრის ჩატარების შემდეგ კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები დიდუბის #18 უბანზე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრ.კომისიის თავმჯდომარემ ხელახლა ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გამოსავლენად.
  • კრწანისის #9 უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრმა სცადა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის გამყოლი წევრის ფუნქცია კომისიის სხვა წევრისთვის გაეცვლა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მან წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია შეასრულა და გაჰყვა გადასატან ყუთს.
  • სამგორის #92 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიაღებინა მორიგ წილისყრაში კომისიის იმ წევრებს, ვინც უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გაყოლაზე, რაც დარღვევაა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებს თბილისსა და ქვეყნის 9 რეგიონში აკვირდება. საიას საპრეზიდენტო არჩევნებზე 400 დამკვირვებლი ჰყავს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი თბილისის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 08:00 საათზე დაიხურება.

ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი. გარდა ამისა პროცესს მონიტორინგს უწევს 73-ი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58-ი საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100-ი საერთაშორისო დამკვირვებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g