LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ უნდა მიეცეს ოლიგარქს ხმების მიტაცების საშუალება – გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცესკოში მივიდნენ

52

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცესკოში მივიდნენ. მათი ერთერთი ლიდერის ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ახლა მიღებული ხმების დაცვაა.

მაჭუტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიულეტინების შერჩევით ატვირთვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებელი უპირატესობით იგებს.

„საქართველოს მოქალაქეებმა უარი უთხრეს მოღალატეობრივი ინტერესების გამტარებელ ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

ოპოზიციის მიზანია ხმების დაცვა. არ უნდა მიეცეს ოლიგარქს ხმების მიტაცების საშუალება. ჩვენ აქ მოვედით მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიცია და გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ოპოზიციური ძალებიც აპირებენ მოსვლას.

ჩვენ უკვე 100-ზე მეტი უბნის ოქმი გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ძალიან დიდი უპირატესობით იგებს გრიგოლ ვაშაძე.

მე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეეშვან დროის გაწელვას და დროულად ატვირთონ ოქმების ოფიციალურ დოკუმენტებში.

ახლა გამიზნულად შეჰყავთ მათთვის სასურველი ოქმები. მოვუწოდებთ, რომ ცესკო შეეშვას ამ მოტივირებულ სერგეგაციას,“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 52.3%, გრიგოლ ვაშაძეს 28.1%; დავით ბაქრაძეს 9.2%; ზურაბ ჯაფარიძეს 3.3% აქვს.

განსხვავებულია “რუსთავი 2”-ისა და “ნაციონალური მოძრაობის” ეგზიტპოლის შედეგები. ასევე სხვა მონაცემები გამოაქვეყნა “ევროპულმა საქართველომ”, ამასთან ევროპელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მხარს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g