LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიყვარდეთ შვილები მეტად, ვიდრე გეშინიათ ხელისუფლების – ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს მიმართავს

97
ზელენსკი111

ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების ოჯახები გარდაცვალების შესახებ შეტყობინებებს იღებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების რიგებში არიან ისეთები, ვის უკან დაბრუნებასაც არავინ ცდილობს.

„ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთში დაბრუნებაზე. ბევრი მათგანი რუსეთში არც კი ახსოვთ, არც კი ცდილობენ მათ წაყვანას. ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ოჯახებმა უკვე მიიღეს, თუმცა ისინი ჩვენს ტყვეობაში არიან და ცოცხლები არიან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან რუსებს სთხოვა, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელონ და მოუწოდონ სამხედროების დედებს, გაარკვიონ, სად იმყოფებიან მათი შვილები.

“ყველა დედამ, რომელმაც იცის, რომ შვილი გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უნდა შეამოწმოს, სად არის მისი შვილი. განსაკუთრებით, ისინი, ვინც ვერ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს, უთხრეს, რომ მათი შვილები დაიღუპნენ და ცხედრები არ დააბრუნეს.

ჩვენ არ ვგეგმავდით ათასობით ტყვის აყვანა. ჩვენ არ გვჭირდება 13 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა. ჩვენ გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g