LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს საწვავი მეზობელ ქვეყნებში – საწვავის ფასების მიმოხილვა

274

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასის მიმოხილვას აქვეყნებს.

,,ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს ოქტომბრის თვის შუა რიცხვების  მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და შეადგენს საშუალოდ 1,32  ევროს/ლიტრაზე.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს (დაახლოებით 5,48 ლარი საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,89 ევროს (დაახლოებით 5,82 ლარი), დიზელის საწვავი – 1,71 ევროს (დაახლოებით 5,27 ლარი); ნიდერლანდებში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს (დაახლოებით 5,33 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,80 ევროს (დაახლოებით 5,54 ლარი), დიზელის საწვავი – 1,50 ევროს (დაახლოებით 4,62 ლარი); ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,69 ევროს (დაახლოებით 5,21 ლარი, დიზელის საწვავი – 1,68 ევროს (დაახლოებით 5,18 ლარი)”, -აცხადებენ  ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში”.

მათივე ცნობით, ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,60 ევრო (დაახლოებით 1,85 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,70 ევრო (დაახლოებით 2,16 ლარი), დიზელის საწვავი – 0,62 ევროს (დაახლოებით 1,91 ლარი).

,,ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში – 1 ლიტრი პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,85 ევროს (დაახლოებით 2,62 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,88 ევროს (დაახლოებით 2,71 ლარი), დიზელის საწვავი – 0,83 ევროს (დაახლოებით 2,56 ლარი);  აზერბაიჯანში –  პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,77 ევროს (დაახლოებით 2,37 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,83 ევროს (დაახლოებით 2,56  ლარი); დიზელის საწვავი – 0,31 ევროს (დაახლოებით 0,95 ლარი); უკრაინაში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 1,02 ევროს (დაახლოებით 3,14 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,06 ევროს (დაახლოებით 3,26 ლარი), დიზელის საწვავი – 0,99 ევროს (დაახლოებით 3,05 ლარი); მოლდავეთში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,96 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,01 ევროს (დაახლოებით 3,11 ლარი), დიზელის საწვავი – 0,86 ევროს (დაახლოებით 2,65 ლარი)”, – განმარტეს ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g