LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ხალვაში: „სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო!..“

352

სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში მიიღო მონაწილეობა. კითხვით თუ რატომ დასაჯა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „იმედის კვირამ“ კითხვა მომღერალს დაუსვა, რომლელიც გადაცემაში ბათუმიდან ჩაერთო.

სოფო ხალვაში:

ამ ყველაფრის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან, ოფიციალურად არავინ დამკავშირებია. მე საზოგადოებას გავაცნობ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონს, რომლითაც ხელმძღვანელობენ და თავად ეწინააღმდეგებიან. ეს არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ თანამშრომელს არ შეუძლია საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არანაირი ფორმით. მივიღე მონაწილეობა ერთთვიან საარჩევნო კამპანიაში, რის შესახებაც საქმის კურსში ჩავაყენე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაშინ მითხრეს, რომ გაკეთებულიყო ერთთვიანი შვებულება, რაც კანონის დარღვევაა ასევე და მათ ნათქვამს ეწინააღმდეგება. მიკერძოებული ხართო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი რომ ამბობს, თუკი გადავავლებთ თვალს მის აქტივობას სოციალურ ქსელში, ნათლად ჩანს, ვინ არის მიკერძოებული და ბათუმში ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ერთ-ერთი პოსტის ციტირებას მოვახდენ. ასე აქვს ნათქვამი, როდისმე თუ მიხვდებიან იმას, რომ ბომონდის რამდენიმე წარმომადგენელი შავი კატასავით არის, ვინც კი პარტიას წინ გადაუარა, ყველამ ცუდად დაამთავრაო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. ამ შემთხვევაშიც შეთანხმებული იყო აჭარის ტელევიზიასთან ყველაფერი.

კლიპში მონაწილეობის შემდეგ, იყო თუ არა შენ მიმართ გალაშქრება და ნეგატიური კომენტარები?

რა თქმა უნდა, არ ვიყავი გამონაკლისი და იყო ჩემ მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები. აქვე მინდა, ყველას ვუთხრა, თავი შეიკვაონ მსგავსი კომენტარებისგან, რადგან მე არავინ გამიკიცხავს და განსხვავებული პოზიციისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ერთმანეთის აზრს პატივი უნდა ვცეთ. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ის, რომ მეტი ევროპა იყოს საქართველოში. ამიტომ ვარ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები