LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა

619
Capture

რუსულ აგერსიას მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა. ინფორმაცია “ტვ პირველს” მისმა მეგობარმა გივი თარგამაძემ დაუდასტურა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, კიევის ოლქში გუშინ დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ.

როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.

 

magti 5g