“ალტ-ინფოს” გურიაში შანსი არ აქვს, რადგან დაწყებულია სამოქალაქო მოძრაობა, ჩვენ არ წარმოვადგენთ არც ერთ პარტიას, რატომღაც პროტესტი თუ გამოთქვი ამ ქვეყანაში ხარ ნაცი ან რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ თავის დროზე, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ოზურგეთიდან ირმა გორდელაძე TV პირველის ეთერში ისაუბრა.
„ალტ-ინფომ“ თავისი მუქარა შეასრულა“ – სამირა ბაირამოვას თქმით, მარნეულში ენმ-ს ოფისი შეღებეს
ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს
“იმ დღეს მოვესწრებოდე, რომელიმე ოზურგეთელი, გინდა ოზურგეთს გარეთ ალტ-ინფოს წარმომადგენელი… მე ან იმ უზარმაზარ ამალას, რომელიმე წევრს, თმის ღერი რომ გაუქანდეს, ბუნტი და აჯანყება მერე ნახეთ ქვეყანაში, ვინ გაბედავს მაგას, რას ჰქვია, რამე კანონს ვარღვევ? სიმართლეს ვსაუბრობ, ფანატიზმს და ფაშიზმს ვებრძვი. მოდი და დამიდგეს წინ, მე მზად ვარ, მაგ ალტ-ინფოს ხალხსაც დავუჯდე, ვესაუბრო და ვუთხრა. რას ჰქვია. იმუქრებიან, გავჟუჟავთ ნახევარ საქართველოსო და ამას მწვანეს უნთებს ხელისუფლება, კარგად ხართ ხალხო თქვენ?”, – განაცხადა ირმა გორდელაძემ.