LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს

223
publika.ge---1-7-1024x538

ხულოში ძალადობრივი, პრორუსული “ალტ-ინფოს” პარტიია დაქირავებული ფართიდან გაუშვეს და ოფისი დაახურინეს.

როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი გუშინ, 7 მარტს, გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა.

“ბათუმელები” ფართობის მესაკუთრე, დათო სოლომონიძის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ „კონსერვატიულ პარტიას“  ხულოში პარტიის ოფისი 1500 ლარად ჰქონდა დაქირავებული.

დავით სოლომონიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მისთვის „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგია მიუღებელია.

„ჩემთვის მიუღებელია ამ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგიაც და რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმ ქართველებს, მე არც თათარი ვარ და არც ურწმუნო, როგორც ისინი მოიხსენიებენ ხოლმე ქართველ მუსლიმებს. ასეთი შეხედულებების პარტიას ფართობს არ დავუთმობ,“ – ამბობს დათო სოლომონიძე.

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: „კონსერვატიული პარტიის“ ოფისის გახსნა ხულოში/ფოტო: ნესტან ანანიძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g