18 მარტს, რადიოს „არ დაიდარდო“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ხვიჩა ხოჯავა ესტუმრა. გადაცემაში სიმღერების „მშვიდობით არა, ნახვამდის“ და „თბილისო“ პრემიერა შედგა.
-ხვიჩა, პირველ რიგში, როგორ გრძნობ თავს?
-შეძლებისდაგვარად კარგად, რამდენადაც შესაძლებელია დღევანდელ მოცემულობაში და რეალობაში. უმძიმესი პერიოდია, ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გვესმის, ამდენი დაღუპული ადამიანი და ჯარისკაცია. ერთ-ერთი სიმღერა „მშვიდობით არა, ნახვამდის“ სწორედ ამ გმირებს მივუძღვენი და ჩემი სათქმელი გადმოვეცი. სიმღერის ავტორი მამუკა ჩარკვიანი გახლავთ, ჩაიწერა მარიკა ქაცარავასთან, მას ეკუთვნის არანჟირება.

-როგორია სიმღერის „თბილისო“ ისტორია?
-სიმღერის ავტორი ალექსანდრე ბასილაია გახლავთ. ქალბატონ ლუიზასთან ვიმყოფებოდი სტუმრად, სწორედ იქ მოვისმინე ეს სიმღერა პირველად. მან მითხრა, რომ როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალს მჩუქნიდა ამ ნამუშევარს. ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის ასეთი ლეგენდარული ადამიანისგან ამ სიტყვების მოსმენა და მეც მაქსიმალურად ვეცადე ღირსეულად შემესრულებინა ეს სიმღერა. დათო ფორჩხიძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ეს ნამუშევარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, რადგან ყველანაირად გვერდში მიდგას და ყოველთვის მაძლევს რეალიზების საშუალებას, მეხმარება სწორად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ხარისხიანად გადმოვცე ჩემი სათქმელი.
ხვიჩა ხოჯავა – მშვიდობით არა ნახვამდის
ხვიჩა ხოჯავა – თბილისო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ხვიჩა ხოჯავა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



