პანდემიის დასასრული თუ მცირე პაუზა?! – ეს იყო თემა, რომელიც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა და საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” განიხილეს.
გადაცემას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.
ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე და ამავე გადაცემაში მოწვეული სტუმარი, უფოლოგი, პარანორმალური მოვლენების მკვლევარი, ერეკლე შონია.
“სამყაროში ყველაფერი ინფორმაციის ნაკადებით იმართება.. პანდემია არის ინფორმაციული წნეხი, პლუს არის ფარმაკოლოგიური მაფია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს”, – აღნიშნა ირაკლი შონიამ გიორგი ფხაკაძეზე.
რაზეც ჯანდაცვის ექსპერტმა ასე უპასუხა:
“თქვენ ხართ ფაშისტები, თქვენ არაფრით ხართ განსხვავებული პუტინის ფაშისტებისგან, რუსეთი უკრაინაში, თქვენ კი საქართველოში ანადგურებთ ადამიანებს, თქვენს მიერ არის მოკლული 50 ადამიანი, ამოწყვიტეთ ქართველები იარაღის გარეშე”, – თქვა ფხაკაძემ.
ამის შემდეგ, ირაკლი შონიამ მას ასე მიმართა:
“თქვენ ხართ ამაში გარეული. კისერზე გადევთ ამ ხალხის აცრა.. ვინ არის ჩვენს შორის დაფინანსებული ზემოთ გაირკვევა, ღმერთი გაარკვევს, გიორგი შენ ცოტა ხანში მოგეკითხება”, – თქვა ირაკლი შონიამ.