LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე მოუვა ყველას, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს, ვინც უკრაინელი ბავშვების მოკვლას ცდილობს“ – უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს

476
ოდესაში მოკლული რუსების მეთაური

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესის შტურმს გეგმავდნენ, ახლა „სადღაც ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის ლპებიან“.

სერგეი ბრაჩუკმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველას, ვინც სამშობლოს ოკუპანტებისგან იცავს. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვების სჯერა.

„ასე მოუვა ყველას, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს, ვინც უკრაინელი ბავშვების მოკვლას ცდილობს. პატიება არ იქნება“ – განაცხადა სერგეი ბრაჩუკმა.

უკრაინის სახალხო დამცველი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, დაიღუპა 121 და დაშავდა 160-ზე მეტი ბავშვი

თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოზე – დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია

პენტაგონი – რუს ოკუპანტებს უკრაინაში საკვების, საწვავის და ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g