ანა ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სლავური გარეგნობის გამო ქუჩაში ბულინგის მსხვერპლი გახდა. გამვლელებს ის რუსი ჰგონიათ და ამის გამო უკვე ორჯერ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა:
„შუბლზე დავიკრა პირადობა და პასპორტი, თუ რა ჯანდაბა ვქნა, ანა ცერცვაძე, დაბადებული 1992 წელს თბილისში, მაქვს სოფელი ზესტაფონში, საქართველოს იმდენი კუთხე-კუნჭული მაქვს ნანახი, რაც არ უნახავს მოსახლეობის ალბათ 70%-ს. არ ვარ ახალი ჩამოსული რუსეთიდან, არა)) უკვე მეორედ მიყვირეს და მაგინეს ქუჩაში ? გავიგე, რომ ვიღაცებისთვის ქვები უსროლიათ, ვინც ჰგავს რუსს… მე რატომ უნდა მეშინოდეს ჩემს ქუჩებში სიარულის?“