“დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას“,- აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალური საჩივარი დაუშვებლად ცნო