ფინეთი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს”, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ანა მარინმა განაცხადა.
მარინმა გუშინ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები იზიარებენ მზადყოფნას, გააძლიერონ სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს.
მისივე თქმით, ევროპული საბჭო შეეცდება აღმოაჩინოს ის ხარვეზები, რომლებიც ძირს უთხრის არსებული სანქციების ეფექტიანობას და დარწმუნდეს, რომ სანქციები ნამდვილად მუშაობს.
მარინი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რა სახის სანქციებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნავს, რომ დამატებით ზომებს შორის იქნება სანქციები კიდევ სხვა პირების მიმართ.
“განვიხილავთ სანქციებს, მაგრამ ჯერ დეტალებზე არ ვისაუბრებ. გეტყვით, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ თავი”, – აღნიშნა სანა მარინმა.
მარინი ასევე შეხვდა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, მათ მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და შეთანხმდნენ, გააძლიერონ კოორდინაცია პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის დემოკრატიული ღირებულებებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დასაცავად.