LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ რომ სერიოზული რაოდენობის იარაღი გვქონოდა, უკვე გადავიდოდით კონტრშეტევაზე – შთაბეჭდილება მრჩება, რომ იარაღს პარტიზანული ომისთვის გვაწვდიან: ალექსეი არესტოვიჩი

268
ალექსეი არესტოვიჩი

„ჩვენ რომ სერიოზული რაოდენობის იარაღი გვქონოდა, იმდენი, რამდენსაც პრეზიდენტი ითხოვს, უკვე გადავიდოდით კონტრშეტევაზე ბევრი მიმართულებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ მიმართულებაზე კონტრშეტევაზე გადასვლა შეუძლიათ, თუმცა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო ამას ვერ ახერხებენ.

მისივე თქმით, იარაღი, რომელსაც ამჟამად უკრაინას აწვდიან, პარტიზანული ომისთვის უფროა გათვლილი:

„ჩვენ რომ სერიოზული რაოდენობის იარაღი გვქონოდა, იმდენი, რამდენსაც პრეზიდენტი ითხოვს, უკვე გადავიდოდით კონტრშეტევაზე ბევრი მიმართულებით. იქ ჩვენს წინააღმდეგ არიან ჯარები, რომლებსაც არათუ წინააღმდეგობის გაწევა, არამედ გაქცევაც არ შეუძლიათ – საწვავი არ აქვთ. ეს ძალიან კარგი მომენტია, მაგრამ მძიმე ტექნიკა და შეიარაღება არ გვაქვს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იარაღს პარტიზანული ომისთვის გვაწვდიან. ეტყობა, რუსეთის სარდლობის მსგავსად ეგონათ, რომ სამ დღეში დავკარგავდით სახელმწიფოს და პარტიზანული ომი იქნებოდა. გვაძლევენ ნაღმტყორცნებს, საზენიტო რაკეტულ კომპლექსებს, როგორც ავღანელ მოჯაჰედებს… შეიარაღება, რომელიც ჯარს სჭირდება, ისე ჩანს, ჯერჯერობით არ იქნება“, – განაცხადა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g